ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჩავიდა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჩავიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჩავიდა, რომელიც რუსეთის ძალების მიერაა ოკუპირებული.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგოატომის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფელ გორსიმ დაიწყო ვიზიტი დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გროსიმ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გამო ზაპოროჟიეს სადგურზე ვიზიტი გადადო. გროსის ვიზიტი სადგურზე თავდაპირველად ოთხშაბათს იგეგმებოდა.