ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანმა ურანის გასამდიდრებელი სადგური „იდლე“ აამუშავა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანმა ურანის გასამდიდრებელი სადგური „იდლე“ აამუშავა

ირანმა ურანის გასამდიდრებელი სადგური „იდლე“ აამუშავა. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო იუწყება.

ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებიდან ამერიკის შეერთებული შტატების გამოთიშვის შემდეგ ოფიციალური თეირანი ურანით გამდიდრებას კვლავ გეგმავს. ისლამური რესპუბლიკის ულტიმატუმი დოკუმენტის პირობების დაცვაა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპმა 2015 წელს მიღწეული ისტორიული შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. დოკუმენტის თანახმად, ირანს ურანით გამდიდრება უნდა შეემცირებინა. საპასუხოდ კი დასავლეთი მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეტაპობრივად გააუქმებდა.

ისტორიული დოკუმენტის ევროპელი ხელმომწერები შეთანხმების ძალაში დატოვების მომხრეები არიან. თუმცა ევროპელი ლიდერების მცდელობის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ, ქვეყნის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმ ირანის გასამდიდრებელი სადგურის ამუშავებას მხარი დაუჭირა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ტრამპის გადაწყვეტილებისა და ჰამენეის ბრძანების შემდეგ, ისლამურ რესპუბლიკაში სადგურ იდლეზე ფტორიდი UF6-ის წარმოებისთვის განკუთვნილი სადგური და ურანით გამდიდრებისთვის არსებული ცენტრიფუგა წარმოებაში ჩაეშვა.

აღსანიშნავია, რომ ისლამური რესპუბლიკის ნაბიჯი სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან ბირთვული გარიგების საფუძველზე, ურანით გამდიდრების დასაშვებ ლიმიტს ირანი ჯერჯერობით სცდება.