ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება აღდგა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება აღდგა

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტრომომარაგება აღდგა. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„უკრაინამ აცნობა მაგატეს, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე გარე ელექტრომომარაგება კვლავ აღდგენილია მას შემდეგ, რაც „საოკუპაციო ძალებმა“ ელექტროგადამცემი ხაზი კვლავ დააზიანეს. პერსონალმა განაახლა მუშაობა სადგურის ელექტროქსელში ჩასართავად“, – ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაში.

ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ სწავლობენ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა ევროპის უმსხვილეს ბირთვულ ობიექტზე – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს.

შეგახსნებთ, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ რუსეთის ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს.