ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის დაუყოვნებლივ შექმნას ითხოვს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის დაუყოვნებლივ შექმნას ითხოვს. ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს ოფიციალურ მოხსენებაში, რომელიც ობიექტზე სააგენტოს თანამშრომლების ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნდა.
სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა დროებითი ზომების გადაუდებელი აუცილებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ბირთვული ავარია, რომელიც შეიძლება, წარმოიქმნას სამხედრო საშუალებებით გამოწვეული ფიზიკური დაზიანებისგან.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლებმა უშუალოდ ნახეს დაბომბვის შედეგად მიყენებული ზიანი.
„დაბომბვას შეეძლო, გავლენა მოეხდინა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტრუქტურებზე, სისტემებსა და კომპონენტებზე და შეიძლება, გამოეწვია უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება, სიცოცხლის დაკარგვა და პერსონალის დაზიანებები. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე დაბომბვას ჯერ არ გამოუწვევია ბირთვული საგანგებო მდგომარეობა, ის კვლავ წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს ბირთვული უსაფრთხოებისთვის უსაფრთხოების კრიტიკულ ფუნქციებზე პოტენციური ზემოქმედებით, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობის რადიოლოგიური შედეგები“, – აღნიშნულია მოხსენებაში.