ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანის მიერ მათი ინსპექტორის დაკავებას დაუშვებლად მიიჩნევს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანის მიერ მათი ინსპექტორის დაკავებას დაუშვებლად მიიჩნევს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანის მიერ მათი ინსპექტორის დაკავებას დაუშვებლად მიიჩნევს და არ ეთანხმება ამ საკითხზე თეირანის განმარტებას.

„დაუშვებელია, რომ ინსპექტორს ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევენ იმ დროს, როდესაც მას სააგენტოსგან ეს განკარგულება აქვს მიღებული. სააგენტო ირანთან კონსულტაციებს განაგრძობს“, – აცხადებენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში.

საეჭვო მასალის ტარების ბრალდებით, ირანმა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექტორს აკრედიტაცია შეუჩერა. ირანული მედიის ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორი „ნათანზის“ ბირთვულ ობიექტზე შემოწმების დაწყებისას, საეჭვო მასალის შეტანას გეგმავდა, რა დროსაც უსაფრთხოების საკონტროლო მოწყობილობამ განგაშის სიგნალი ჩართო და ინსპექტორი ობიექტზე არ შეუშვა. ინციდენტთან დაკავშირებით ირანში გამოძიება დაიწყო.

დატოვე კომენტარი