ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო – გუშინდელი თავდასხმის შედეგად ირანში, ისპაანის ატომურ ელექტროსადგურზე ოთხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი შენობა დაზიანდა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აცხადებს, რომ გუშინდელი თავდასხმის შედეგად ირანში, ისპაანის ატომურ ელექტროსადგურზე ოთხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი შენობა დაზიანდა, მათ შორის ურანის გადამამუშავებელი ქარხანა.
„ნათანზის მსგავსად, სადგურის გარეთ რადიაციის ზრდა მოსალოდნელი არ არის“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
Based on info available to @IAEAorg, 4 critical buildings at Esfahan nuclear site were damaged in yesterday’s attack, including the Uranium Conversion Facility and the Fuel Plate Fabrication Plant.
As in Natanz, no increase in off-site radiation expected. https://t.co/ZzhQEDSzU6
— IAEA – International Atomic Energy Agency ⚛️ (@iaeaorg) June 14, 2025