ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტო - ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული ვართ
ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტო - ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული ვართ

ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტო უკვე ინფორმირებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ. „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ისინი უკვე დაუკავშირდნენ უკრაინის ხელისუფლებას.

ამასთან, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებული მდგომარეობის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის ჯო ბაიდენს, ბორის ჯონსონს, ოლაფ შოლცს და ემანუელ მაკრონს.