ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტო - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარს სახიფათო და მნიშვნელოვანი აღჭურვილობა არ დაუზიანებია
ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტო - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარს სახიფათო და მნიშვნელოვანი აღჭურვილობა არ დაუზიანებია

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარს სახიფათო და მნიშვნელოვანი აღჭურვილობა არ დაუზიანებია, – ამის შესახებ ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტო იუწყება.

მათივე ცნობით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე რადიაციის მაჩვენებლებში ცვლილებები არ შეინიშნება.

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, ატომურ ელექტროსადგურში ხანძარია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ბირთვული ტერორიზმია.