ატოცში მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წევრები აქციას მართავენ
ატოცში მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წევრები აქციას მართავენ

ატოცში მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წევრები აქციას მართავენ. ისინი რუსულ პოლიტიკას საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახლადდამონტაჟებულ რკინის ბოძებთან აპროტესტებენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ატოციდან იუწყება, პარალელურად ბოძებს მიღმა კვლავ გამოჩნდნენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, თუმცა ე.წ. საზღვრის გამაგრების სამუშაოები უკვე მე-3 დღეა შეჩერებულია.

ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, სამხედრო პოლიცია და სამართალდამცველები იმყოფებიან.