„ატლეტიკომ“ ესპანეთის ჩემპიონატის ძველი რეკორდი გაიმეორა
„ატლეტიკომ“ ესპანეთის ჩემპიონატის ძველი რეკორდი გაიმეორა

მადრიდის „ატლეტიკომ“ პრიმერა დივიზიონის 30-ე ტურში „დეპორტივო“ შინ ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ამით, მადრიდელებმა „ვალიადოლიდის“ რეკორდი გაიმეორეს, რომელმაც 1987-88 წლების სეზონში, ჩემპიონატის პირველ 15 საშინაო მატჩში მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა.

ამ სეზონში, „ატლეტიკომ“ საკუთარ მოედანზე მხოლოდ „ბარსელონასგან“ (1:1), „ვილიარეალისგან“ (1:1), „სოსიედადისგან“ (2:1) და „ხირონასგან“ (1:1) მიიღო გოლები.

დიეგო სიმეონეს გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში კიდევ ერთი რეკორდის მფლობელი გახდა – 11 მატჩი მინიმალური სხვაობით მოიგო.

„ატლეტიკო“ გათამაშების ცხრილში 67 ქულით მეორე ადგილზეა. ის ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტურით ადრე, 9 ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“.