AS - „ატლეტიკო“ იანიკ კარასკოს ტრანსფერზე დააყენებს
AS - „ატლეტიკო“ იანიკ კარასკოს ტრანსფერზე დააყენებს

ესპანური გაზეთის AS-ის ინფორმაციით, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ჩამოყალიბდა იმ მოთამაშეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას გუნდიდან გაუშვებს. ამ სიაში აღმოჩდნენ – ფორვარდი ლუსიანო ვიეტო და ნახევარმცველები – ნიკოლას გაიტანი და იანიკ კარასკო.

გამოცემის ცნობით, „ატლეტიკომ“ კარასკოს ტრანსფერზე დაყენების შესახებ რამდენიმე ინგლისურ კლუბს აცნობა. გარდა ამისა, სიტუაციას აკვირდება გერმანიის ჩემპიონატის ლიდერი „ბაიერნი“.

2017-18 წლების სეზონის 18 მატჩში კარასკოს ანგარიშზე 3 გოლი და 4 შედეგიანი პასი მოდის.

სატრანსფერო ბაზარზე ბელგიელი 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული.