ატლანტის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც რეიშარდ ბრუქსის დაკავებისას არის გადაღებული

03:50, 15.06.2020
This screen grab taken from body camera video provided by the Atlanta Police Department shows Rayshard Brooks speaking with Officer Garrett Rolfe in the parking lot of a Wendy's restaurant, late Friday, June 12, 2020, in Atlanta. Rolfe has been fired following the fatal shooting of Brooks and a second officer has been placed on administrative duty. (Atlanta Police Department via AP)

სიენენის ცნობით, ატლანტის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც რეიშარდ ბრუქსის დაკავებისას არის გადაღებული. ვიდეოს ნაწილი პოლიციის სამხრე კამერით არის გადაღებული. ჩანაწერში ჩანს, რომ აფროამერიკელი მამაკაცი დაკავების დროს წინააღმდეგობას უწევს პოლიციას, შემდეგ კი გარბის. პოლიციელი კი მისი მისამართით ისვრის.

27 წლის რეიშარდ ბრუქსს პოლიციის ოფიცერმა პარასკევს საღამოს ესროლა. ბრუქსი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ინციდენტი ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტთან მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველები რესტორნის მეპატრონემ გამოიძახა, რადგან ერთ-ერთ მძღოლს საჭესთან ეძინა და სხვა მომხმარებლებს აფერხებდა. მძინარე მძღოლი 27 წლის რეიშარდ ბრუქსი აღმოჩნდა, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. დაწყებულია გამოძიება.

მომხდარის გამო, ატლანტის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა. პოლიციელი, რომელმაც ბრუქსს ესროლა, სამსახურიდან დაითხოვეს.

ამ ინციდენტის შემდეგ, ატლანტაში დემონსტრანეტბმა სწრაფი კვების ობიექტი დაწვეს.

მსგავსი