ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ არგენტინულ წყალქვეშა ხომალდს ამ დრომდე ეძებენ
ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ არგენტინულ წყალქვეშა ხომალდს ამ დრომდე ეძებენ

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ არგენტინულ წყალქვეშა ხომალდ „სან ხუანს“ ამ დრომდე ეძებენ. ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ძიების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სამაშველო ოპერაცია უკვე კრიტიკულ ფაზაში შევიდა.

ხომალდზე მხოლოდ ექვსი დღისთვის საკმარისი რაოდენობის ჟანგბადია, მის ბორტზე კი 44 ადამიანი იმყოფება. სან ხუანი მარ დელ პლატას პორტიდან 15 ნოემბერს გავიდა და გარკვეული დროის შემდეგ განგაშის ავარიული სიგნალი გადასცა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატებიც. მალე მაშველებს, შესაძლოა, რუსული ძალებიც შეუერთდნენ.

არგენტინის საზღვაო ძალების ოფიციალური წარმომადგენელი წყალქვეშა ხომალდის ბორტზე მყოფი სამხედროების ოჯახის წევრებს მოუწოდებს, იმედი არ დაკარგონ.