ატლანტაში პოლიციამ გასული ღამის განმავლობაში აქციის 43 მონაწილე დააკავა
ატლანტაში პოლიციამ გასული ღამის განმავლობაში აქციის 43 მონაწილე დააკავა

ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში პოლიციამ გასული ღამის განმავლობაში აქციის 43 მონაწილე დააკავა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში აქციები უმეტესად მშვიდობიანად ჩატარდა.

ატლანტაში ადამიანები 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ.