ატლანტაში ჰოლიფილდის ქანდაკება აღმართეს #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ევანდერ ჰოლიფილდს (44-10-2, 29 КО) ქალაქ ატლანტაში ძეგლი დაუდგეს.

ლეგენდარული ამერიკელი მებრძოლი საკრივო ეკიპირებით გამოსახეს.

„ამაყი ვარ ატლანტას ცენტრში ჩემი ქანდაკების აღმართვით“, – განაცხადა ჰოლიფილდმა.

ევანდერ ჰოლიფილდი ორ წონით კატეგორიაში იყო მსოფლიოს ჩემპიონი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ამერიკელი ფიქრობს რინგზე დაბრუნებაზე საგამოფენო ბრძოლის ჩასატარებლად. მის პოტენციურ მეტოქედ კიდევ ერთი ლეგენდა მაიკ ტაისონი სახელდება.