ათი ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი მსოფლიოში

Christie’s-ის აუქციონზე ნახატი სახელწოდებით „სამყაროს მხსნელი“ რეკორდულ ფასად 400 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 

 

საკომისიოს სახით, მყიდველმა დამატებით 50 მილიონი დოლარი გადაიხადა. ტილო, რომლის ავტორადაც ბევრი ლეონარდო და ვინჩის თვლის, რუს მილიარდერ დიმიტრი რიბოლოვლიოვს ეკუთვნოდა. პირველად ის Sotheby-ის აუქციონზე 1958 წელს გაიტანეს. მაშინ ჯერ არ იყო დადგენილი, რომ ნახატი შესაძლოა, ლეონარდო და ვინჩის ფუნჯს ეკუთვნის და ამის გამო, ის სულ 45 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

 

 

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატების სია ასე გამოიყურება.

პაბლო პიკასო – „ალჟირელი ქალები“ -181,8 მილიონი დოლარი.

ტილო, რომელიც საუდის არაბეთის მოქალაქე უცნობ კოლექციონერს ეკუთვნოდა 2015 წლის მაისში გაიყიდა ნიუ იორკში. მყიდველმა ესპანელი მხატვრის ნამუშევარში 181,8 მილიონი გადაიხადა. მყიდველი ყატარის ყოფილი პრემიერ მინისტრი ჰამად ბენ ჯასიმ ბენ ჯაბერ ალ-ტანი იყო.

 

 

ამადეო მოდილიანი – „მწოლიარე შიშველი ქალი“ – 172,7 მილიონი დოლარი

ამ ნახატის მფლობელი წლების განმავლობაში ხელოვნებათმცოდნე ლაურა მატეოლი როსი იყო. 2015 წლის ნოემბერში ნიუ იორკში გამართულ აუქციონზე ის 172,7 მილიონ დოლარად გაყიდეს. მყიდველი ჩინელი ბიზნესმენი ლუ იცუიანი იყო.

 

 

ვინსენტ ვან გოგი – „ექიმ გაშეს პორტრეტი“ – 151,6 მილიონი დოლარი

ეს ტილო ბანკირ ზიგფრიდის კოლექციაში ინახებოდა. ის 1990 წელს გაყიდეს. მყიდველი, რომელმაც 151,6 მილიონი დოლარი გადაიხადა იაპონელი მეწარმე რეი საიტო აღმოჩნდა.

 

 

ფრენსის ბეკონი – „ლუსიენ ფროიდის სამი პორტრეტის ჩანახატი“ – 146,8 მილიონი დოლარი

კოლექციონერ ფრანჩესკო დე სიმონე კიკვეზეს კუთვნილი ტრიპტოხი 2013 წელს Christie’s აუქციონზე გიყიდა. ის ამერიკელმა მილიარდერმა ელეინ უინმა შეიძინა.

 

 

პიერ ოგიუსტ რენუარი – „მეჯლისის მულენ დე ლა გალეტში“ – 143,5 მილიონი დოლარი

რენუარის ეს ნამუშევარი ფილანტროპ ბეტსი უიტნის კოლექციაში ინახებოდა. 1990 წელს ის იაპონლემა მეწარმემ რეი საიტომ 143,5 მილიონ დოლარად იყიდა.

 

 

პაბლო პიკასო – „ბიჭი ჩიბუხით“ -132,5 მილიონი დოლარი

ეს ნახატი ფონდ Greentrees ეკუთვნოდა. ნამუშევარი 2004 წელს ნიუ იორკში გამართულ აუქციონზე გაყიდა. ახლა ის იტალიელ მილიარდერ გვიდო ბარილას ეკუთვნის.

 

 

ედვარდ მუნკი – „კივილი“ – 124, 5 მილიონი დოლარი

ნამუშევრის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც ნორვეგიელი მილიარდერის პეტერ ოლსენის კოლექციაში ინახებოდა, 2012 წელს ამერიკელმა ბიზნესმენმა ლეონ ბლეკმა შეისყიდა.

 

 

პაბლო პიკასო – „შიშველი. მწვანე ფოთლები და ბიუსტი“ – 117,3 მილიონი დოლარი

კოლექციონერმა ფრენსის ბროუდიმ ეს ნახატი 2010 წელს გაყიდა. მყიდველის ვინაობა ამ დრომდე უცნობი რჩება.

 

 

ვინსენტ ვან გოგი – „ზამბახები“ – 113,9 მილიონი დოლარი


ეს ცნობილი ნამუშევარი 1987 წელს ავსტრალიელმა ბიზნესმენმა ალან ბონდმა იყიდა თუმცა გარიგების დასასრულებლად მას ფული არ ეყო. ამიტომ, ტოლო ლოს ანჯელესში მდებარე გეტის მუზეუმს გადასცეს.