ათი უკრაინელი ბავშვი ქუთაისის კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან გადაყვანილი ათი უკრაინელი ბავშვი მკურნალობას ქუთაისის კლინიკა „ელ ჯი და კომპანიაში“ აგრძელებს.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია.
„ბავშვების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ვუტრებთ შესაბამის სამედიცინო დახმარებას. ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ათივე მოზარდი შედარებით უკეთესადაა“, – განაცხადა ნადირაძემ საქართველოს პირველ არხთან.
კლინიკაში ამ დრომდე რჩება ბავშვების დედა, რომელიც ინტერვიუზე უარს ამბობს.