ათენში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ
ათენში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

ათენში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გაფიცვა 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც სოციალურ დაზღვევას ეხება.

გაფიცვის გამო, საბერძნეთის დედაქალაქში არ იმოძრავებენ ავტობუსები, ტროლეიბუსები და ტრამვაი. დახურულია მეტროც. შეფერხებით იმუშავებს საზღვაო ტრანსპორტიც.

დღესვე, ათენის ცენტრში დაგეგმილია რამდნიმე საპროტესტო დემონსტრაცია.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომელთა გაფიცვას შეუერთდა სამედიცინო სექტორში დასაქმებულთა ნაწილიც, რის გამოც კლინიკები შეზღუდულ რეჟიმში იმუშავებენ.

დატოვე კომენტარი