ათენში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს
ათენში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

ათენის მოსახლეობა არასანქცირებული საპროტესტო აქციების შეზღუდვებთან დაკავშირებით მიღებულ ახალ კანონს აპროტესტებს.

დემონსტრანტებმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, ხოლო პოლიციამ დემონსტრანტებზე ცრემლმდენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა. აქციაზე დაშავდა ექვსი პოლიციელი.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ცხრა პირი, ხოლო აქციის 15 მონაწილე დაკითხვაზეა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ათენში საპროტესტო აქციაზე 10 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.