ათენში საეჭვო ზურგჩანთის გახსნის მცდელობისას აფეთქება მოხდა, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი სამართალდამცველი და ორი შემთხვევითი გამვლელი.
ინციდენტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან მოხდა, სადაც სამართალდამცველები უყურადღებოდ მიტოვებული საეჭვო ზურგჩანთის გამო გამოიძახეს.
ჩანთის გახსნის მცდელობისას ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
ამასთან ერთ-ერთი დაშავებული პოლიციელის თქმით, ჩანთაში ასევე იდო ნარკოტიკული საშუალება, აბები და სასწორი.