ათენში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
ათენში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

საბერძნეთის დედაქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. არიან დაშავებულები და დაკავებულები, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი უცნობია.

მომიტინგეები 1973 წლის სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ სტუდენტური ამბოხის დროს ახალგაზრდა აქტივისტის მკვლელობის თარიღის აღსანიშნად შეიკრიბნენ. მემორიალურ მარშში 10 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

მსვლელობის მონაწილეებმა საბერძნეთის ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სესხის აღების პრაქტიკაც გააპროტესტეს.

მსვლელობა აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა. ბევრი ბერძენი ვაშინგტონს 1967-1974 წლებში სამხედრო დიქტატურის მხარდაჭერაში სდებს ბრალს.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებს ცრემლსადენი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოუხდათ. აქტივისტებმა პოლიციელებს სხვადასხვა საგანი დაუშინეს.