ათენში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა
ათენში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, – ინფორმაციას მომხდარის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აკროპოლისის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევა ადგილობრივი დროით 07:30 წუთზე მოხდა. აფეთქების შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა ორსართულიანი შენობაც.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.
როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილზე ნანგრევებიდან ორი ქალი ამოიყვანეს. მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ.
მედიის ცნობით, ადგილზე 24 მეხანძრე იყო მობილიზებული. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აფეთქების მიზეზი, შესაძლოა, გაზის გაჟონვა იყოს.