ათენში ხვალ ტაქსის მძღოლების პროფკავშირები, საგზაო მოძრაობის წესებში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების წინააღმდეგ, ცხრასაათიან გაფიცვას გეგმავს
ათენში ხვალ ტაქსის მძღოლების პროფკავშირები, საგზაო მოძრაობის წესებში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების წინააღმდეგ, ცხრასაათიან გაფიცვას გეგმავს

ათენის ტაქსის მძღოლების პროფკავშირმა (SATA) საგზაო მოძრაობის წესებში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ხვალ 15:00 საათიდან ცხრასაათიანი გაფიცვა გამოაცხადა.

ახალი წესების თანახმად, ათენში ტაქსებს ავტობუსის ზოლებში შესვლა მხოლოდ 30 წამით შეეძლებათ მგზავრების ასაყვანად და ჩამოსასმელად.

SATA ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. პროფკავშირებში ამბობენ, რომ ეს ზომა „უპატივცემულობას გამოხატავს არა მხოლოდ პროფესიონალი მძღოლების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ტაქსით მოსარგებლე მგზავრების მიმართ“.