ათენში ძლიერი აფეთქების შედეგად ჩამონგრეული სამსართულიანი შენობის ნანგრევებში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ათენის ისტორიულ უბანში ძლიერი აფეთქების შედეგად ჩამონგრეული სამსართულიანი შენობის ნანგრევებში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
როგორც მედია წერს, კვლავ დაუდგენელია ოთხი ადამიანის ადგილსამყოფელი. სავარაუდოდ, შენობაში ხანდაზმული წყვილი ცხოვრობდა, ხოლო პირველ სართულზე, ერთ-ერთ ბინაში, აშშ-ის ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა.
შენობა 25 სექტემბერს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე, ძლიერი აფეთქების შედეგად ჩამოინგრა, რასაც ხანძარიც მოჰყვა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. საფრთხის ქვეშაა მეზობელი შენობებიც.
გამომძიებლები აფეთქების შესაძლო მიზეზად აირის გაჟონვას განიხილავენ. მაცხოვრებლების თქმით, აფეთქებამდე აირის სუნი იგრძნობოდა.