ათენში აქციის მონაწილეებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ძეგლის დემონტაჟი სცადეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა
ათენის ცენტრში საბერძნეთის კომუნისტური პარტიის მომხრეებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის ძეგლის დემონტაჟი სცადეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოჰყვა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აქციის მონაწილეები სირიაზე დასავლელი მოკავშირეების საჰაერო დარტყმებს აპროტესტებდნენ.
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა სამი ადამიანი.
საპროტესტო აქციაში კომუნისტური პარტიის ასობით მომხრე მონაწილეობდა.
რამდენიმე მომიტინგემ აშშ-ის დროშები დაწვა.