ათენში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი გააპროტესტეს, დემონსტრანტებმა აშშ-ის საელჩოსკენ მსვლელობა გამართეს

09:56, 13.03.2026

ათენში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

ათასობით ადამიანმა ათენში, აშშ-ის საელჩოსკენ მსვლელობა გამართა.

აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ბანერები წარწერებით: „ხელები შორს ირანიდან“ და „შეაჩერე ომი“.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხალხს „ახრჩობს და ყველგან მტრებს იძენს“.

მსგავსი