ათენის შემოგარენში ძლიერი ხანძრის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა
ათენის შემოგარენში ძლიერი ხანძრის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა

ათენის ცენტრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში სამ ლოკაციაზე გაჩენილ ხანძარს 500 მეხანძრე აქრობს. ოპერაციაში ჩართულია 18 თვითმფრინავი და 150 სახანძრო მანქანა.

დამწვარია საცხოვრებელი სახლები.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰაერის რეკორდულად ძლიერი სიცხეა. ჰაერის ტემპერატურა 45 გრადუსს შეადგენს.

ხანძრის კერებია საბერძნეთის სხვა ნაწილშიც. კერძოდ, მოსახლეობა ევაკუირებულია პელოპონესის რეგიონის სანაპირო რაიონებიდან, ასევე ხანძარია კუნძულებზე ევიასა და კოსზე.

დატოვე კომენტარი