ატენის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილის სარჩელის განხილვა 15 მარტამდე გადაიდო
ატენის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილის სარჩელის განხილვა 15 მარტამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ატენის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილის სარჩელის განხილვა 15 მარტამდე გადაიდო. მოსარჩელე მხარე ატენის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვდა. სარჩელი თბილისის მერიის წინააღმდეგ ატენის ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ 13 თებერვალს შეიტანა.

„ამხანაგობა ატენი -19-მა” წარადგინა გაუგებარი ტიპის მტკიცებულებები, რომლებიც 2014 წელს გაიცა. ჩვენ სასამართლომ მოგვცა საშუალება  წარმოვადგინოთ კონტრმტკიცებულებები. ხვალ საღამოს გვეცოდინება პასუხი სასამართლოდან, შეჩერდება თუ არა მშენებლობა. ამის შესახებ მოსამართლე ხვალ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელებს“, – განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ.

ატენის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსს „ამხანაგობა ატენი – 19“ აშენებს. ატენის ქუჩის მოსახლეობის მეორე ნაწილი მშენებლობას კანონიერად მიიჩნევს და სამშენებლო პროცესის გაგრძელებას ითხოვს.