ატენის ქუჩაზე სადავო მშენებლობის შესახებ ადმინისტრაციული განხილვა შედგება
ატენის ქუჩაზე სადავო მშენებლობის შესახებ ადმინისტრაციული განხილვა შედგება

დღეს გახდება ცნობილი, შეჩერდება თუ არა თბილისში, ატენის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.

მშენებლობის შეჩერების მომხრეთა ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, მერიაში შეხვედრაზე მათ ყველა არგუმენტი წარადგინეს, რომლის საფუძველზეც ატენის ქუჩაზე მშენებლობა უნდა შეჩერდეს, რათა მოსახლეობას საფრთხე არ დაემუქროს. ადვოკატის თქმით, თუ ადმინისტრაციული განხილვის შემდეგ მშენებლობა არ შეჩერდება, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღეთ უარი, ბუნებრივია, არ გავალთ სამართლებრივ სივრციდან, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სასამართლოში და მოვითხოვთ მშენებლობის შეჩერებას, საკითხის არსებითად გადაწყვეტამდე. პარალელურად, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს – სრული უფლება გვაქვს, მივმართოთ წინასწარი ღონისძიების მოთხოვნის უფლებით, ანუ ეს უკანონო ქმედება უნდა შეჩერდეს, რათა თვიდან ავიცილოთ ადამიანების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

ატენის ქუჩის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. პარალელურად, პირები, რომლებსაც მშენებარე კორპუსში ბინები აქვთ შეძენილი, ამავე მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ.