ათენის მახლობლად, არტემიდას დასახლებაში სროლის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა
ათენის მახლობლად, არტემიდას დასახლებაში სროლის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა

ათენის მახლობლად, არტემიდას დასახლებაში სროლის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა.

წინასწარი ვერსიით, მომხდარს პოლიცია ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას უკავშირებს. ყველა გარდაცვლილი მამაკაცია. მათი ცხედრები ავტომობილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტომობილს გერმანული სარეგისტრაციო ნომრები აქვს. სამართალდამცველებმა ადგილზე 25-მდე მასრა აღმოაჩინეს, ისინი ავტომობილსა და მოტოციკლის იდენტიფიცირებას ცდილობენ, რომლითაც სავარაუდოდ, თავდამსხმელები უნდა გადაადგილდებოდნენ.