ათენის ჩრდილოეთით მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან 

11:42, 20.07.2022

ათენის ჩრდილოეთით მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. სტიქიასთან გამკლავებას 420 მაშველი-მეხანძრე ცდილობს. მათ შორის რუმინეთიდან დასახმარებლად ჩასული მეხანძრეები.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩართული არიან სამხედროები და მოხალისეები. ცეცხლმა მაუნთ პენტელის დასახლებაში საცხოვრებელი სახლები გადაწვა. კიდევ ოთხი გარეუბნიდან და ასევე საავადმყოფოდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ამ ეტაპზე მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

მსგავსი