ათენის ცენტრში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა
ათენის ცენტრში, პლაკას ტურისტულ უბანში, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა.
მედიის ცნობით, გარდაცვლილთაგან ოთხი ამერიკელი ტურისტია, რომლებიც შენობის პირველ სართულზე იმყოფებოდნენ. გარდაცვლილთა შორისაა ხანდაზმული წყვილიც.
შენობა 25 სექტემბერს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე, ძლიერი აფეთქების შედეგად ჩამოინგრა, რასაც ხანძარიც მოჰყვა.
გამომძიებლები აფეთქების შესაძლო მიზეზად აირის გაჟონვას განიხილავენ. მცხოვრებლების თქმით, აფეთქებამდე აირის სუნი იგრძნობოდა.