ათენი-ბათუმის სპეცრეისით საქართველოს 157 მოქალაქე დაბრუნდა
ათენი-ბათუმის სპეცრეისით საქართველოს 157 მოქალაქე დაბრუნდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ათენი-ბათუმის სპეციალური რეისით საქართველოს 157 მოქალაქე დაბრუნდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, მგზავრები სპეციალური ავტობუსებით სასტუმროებში – „ველმონდსა“ და „სითიში“ მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 3519 ადამიანია განთავსებული.