ათასობით გარემოსდამცველი აქტივისტი ლონდონის ცენტრში აქციას მართავს [ფოტო, ვიდეო]

ათასობით გარემოსდამცველი აქტივისტი ლონდონის ცენტრში აქციას მართავს. ისინი მთავრობას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად მეტი ზომების განხორციელებისკენ მოუწოდებენ.

დემონსტრანტებს ბლოკირებული აქვთ ოქსფორდის მოედანი, ვატერლოოს ხიდი და დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები.

აქტივისტები აცხადებენ, რომ პროტესტს მთელი კვირის განმავლობაში გააგრძელებენ.

დემონსტრაციის ორგანიზატორია ბრიტანული მოძრაობა „გადაშენების ამბოხება“. ორგანიზაცია უახლოეს დღეებში აქციის გამართვას მსოფლიოს 33 ქვეყანაში გეგმავს.