„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი - ვაქცინის მესამე, ე.წ. გამაძლიერებელი დოზა ყველასთვის საჭირო არ არის
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი - ვაქცინის მესამე, ე.წ. გამაძლიერებელი დოზა ყველასთვის საჭირო არ არის

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. გამაძლიერებელი დოზა ყველა ადამიანისთვის საჭირო არ არის, რადგან უმრავლეს შემთხვევაში, იმუნიტეტი კარგად გრძელდება, – ამის შესახებ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთმა შემქმნელმა, დეიმ ჯილბერთმა „დეილი ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ოქსფორდის“ უნივერსიტეტის მეცნიერის თქმით, ბრიტანეთი სხვა ქვეყნებს უნდა დაეხმაროს და ვაქცინები იმ ქვეყნებში გაიგზავნოს, სადაც ამ დროისთვის მოსახლეობის მცირე ნაწილია აცრილი.

დეიმ ჯილბერთი ამბობს, რომ გამაძლიერებლების შესახებ გადაწყვეტილებები ყურადღებით უნდა იყოს განხილული.

ბრიტანეთის „ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა“ უკვე განაცხადა, რომ მესამე დოზა უნდა მიეწოდოს ძლიერ დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს.