„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ახალი სახელი აქვს
„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ახალი სახელი აქვს

ბრიტანულ-შვედური კომპანია „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ახალი სახელი აქვს.

როგორც ევროპის წამლების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვაქცინის ახალი სახელწოდებაა „ვაქსზევრია“.

შვედეთის მედიკამენტების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სახელწოდების ცვლილება შეფუთვის შესაძლო ცვლილების გარდა, სხვას არაფერს შეეხება.

დატოვე კომენტარი