„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება
„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყება.

იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვთ, სარეგისტრაციო პორტალი 5 მაისიდან გაიხსნა.

მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე პარტია, 43 000 დოზა 6 მაისს ჩამოვიდა. ვაქცინების ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.