ინგლისის ქალაქ ბირმინგემში, ადგილობრივი დერბის მიმდინარეობის დროს, მოედანზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ასტონ ვილას ნახევარმცველ ჯეკ გრილიშს მეტოქე გუნდის, ბირმინგემის გულშემატკივარი დაესხა თავს.
მამაკაცი, რომელსაც ბირმინგემის ემბლემიანი ქურთუკი ეცვა, ტრიბუნებიდან მოედანზე გადავიდა, გრილიშთან მიირბინა და მას მუშტი მოუქნია. საბედნიეროდ, ფეხბურთელს დაზიანება არ მიუღია და მან თამაში ჩვეულებრივ გააგრძელა. თავდამსხმელი დაცვის წევრებმა მოედნიდან მალევე გაიყვანეს, მოგვიანებით კი დააპატიმრეს.
ინციდენტი მატჩის მე-10 წუთზე მოხდა.
მატჩი ასტონ ვილას გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.