Associated Press - დონალდ ტრამპმა ტერეზა მეისთან და ემანუელ მაკრონთან სირიის საკითხზე კონსულტაციები გაიარა
Associated Press-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბრიტანელ და ფრანგ კოლეგასთან სირიის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარა. საუბარია სირიაზე შესაძლო ერთობლივ იერიშზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკავშირეები ქიმიურ შეტევაზე საპასუხოდ ერთობლივ იერიშის განხორციელებას კვირის ბოლომდე გეგმავენ, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არც ერთ ლიდერს გაუკეთებია.
ერთ-ერთი ვერსიით, მხარეები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ იერიში არა შეერთებულმა შტატებმა, არამედ საფრანგეთმა განახორციელოს. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანეთი და ბრიტანეთი ერთობლივად გადაწყვეტენ, როგორი იქნება მათი პასუხი. მაკრონი თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთიანი და ძლიერი.
საფრანგეთის პრეზიდენტს სამხედრო ოპერაციის დასაწყებად პარლამენტის ნებართვა არ სჭირდება. საფრანგეთი უკვე მონაწილეობს საერთოშირისო კოალიციის სამხედრო ოპერაციაში, რომელიც ერაყსა და სირიაში ე.წ ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის.