აშშ-მა ნიკოლას მადუროს ტერორიზმში დასდო ბრალი და მისი დაკავებისთვის ჯილდოდ 15 მილიონი დოლარი დააწესა
აშშ-მა ნიკოლას მადუროს ტერორიზმში დასდო ბრალი და მისი დაკავებისთვის ჯილდოდ 15 მილიონი დოლარი დააწესა

აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობასა და ტერორიზმში წაუყენა ბრალი და მის დასაკავებლად ჯილდოს სახით 15 მილიონი დოლარი დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის განმარტებით, კორუმპირებული და ბრუტალური რეჟიმის ხელმძღვანელობაში ნიკოლას მადუროსთან ერთად ბრალი მისი ხელისუფლების წევრებსაც მიუძღვით. როგორც აშშ-ში აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც ამერიკული სანქციების შედეგად ნავთობის რეალიზაცია მნიშვნელოვნად შეიზღუდა, რეჟიმის ლიდერები ნარკოვაჭრობის საშუალებით იღებენ შემოსავალს.