აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ემი კლობუშარი არჩევნებში მონაწილეობისთვის ბრძოლას გამოეთიშა
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ემი კლობუშარი არჩევნებში მონაწილეობისთვის ბრძოლას გამოეთიშა

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ემი კლობუშარმა საპრეზიდენტო მარათონი დაასრულა. ემი კლობუშარის განცხადებით, კამპანიის შეწყვეტის შემდეგ მხარს ჯო ბაიდენს დაუჭერს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სასარგებლოდ საარჩევნო მარათონი ამ დროისთვის დემოკრატიული პარტიის სამმა წევრმა, ემი კლუბუშარმა, პიტ ბუტიჯიჯმა და ბეტო ო’როურკმა დაასრულა. დემოკრატიული პარტიის წევრები ე.წ. „სუპერ სამშაბათს“ ჯო ბაიდენს უცხადებენ მხარდაჭერას.

3 მარტს, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატს ერთდროულად 14 შტატის ამომრჩეველი დაასახელებს. დემოკრატიული პარტიის ლიდერი კვლავ მემარცხენე, ბერნი სანდერსია. დემოკრატიული პარტიის კანდიდატები ასევე არიან: ელიზაბეთ უორენი, მაიკლ ბლუმბერგი და ტულსი გაბარდი.