„ასპრია ფიტნესი“ - გავრცელებული ინფორმაცია „ასპრია ფიტნესის“ ინვენტარის დაზიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს, დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე, მომხმარებლები განაგრძობენ ვარჯიშს
ფიტნეს ცენტრი „ასპრია ფიტნესი“ განცხადებას ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვავრცელებთ განცხადებას, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია „ასპრია ფიტნესის“ ინვენტარის დაზიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.
„ასპრია ფიტნესის“ დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე და მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ვარჯიშს“, – აღნიშნულია განცხადებაში.