ასპინძაში ტრაილერი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა
ასპინძაში ტრაილერი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა

ასპინძაში, ვარძიის ქუჩაზე, ახალციხის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი, საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საცხოვრებლის ღობეს შეეჯახა და ეზოში გადავარდა.

სატვირთო ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

ადგილზე ასპინძის მერიის წარმომადგენლები და სამართალდამცველები იმყოფებიან.​