ასპინძაში სეტყვამ ხეხილის ნაკვეთები დააზიანა
ასპინძაში სეტყვამ ხეხილის ნაკვეთები დააზიანა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ნიჯგორში, საროსა და ხიზაბავრაში ნაკვეთები და ხეხილი დააზიანა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძლიერი წვიმა და სეტყვა 15 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.

ასპინძის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ზიანი სოფელ ზიხაბავრას მიადგა.

ნიჯგორის მოსახლეობა კი ამბობს, რომ ხეხილისა და ბოსტნეულის დაახლოებით 30% განადგურებულია.

მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის ზარალის დამთვლელი კომისია კი მუშაობას ხვალიდან შეუდგება.