ასპინძაში მკვლელობა მოხდა, დაკავებულია ერთი პირი
ასპინძაში მკვლელობა მოხდა, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაბა ასპინძაში ერთი პირი დააკავეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 1971 წელს დაბადებულმა ბ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1966 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს თავის საცხოვრებელ სახლში დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

„დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.