ასპინძაში ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა
ასპინძაში ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა

ასპინძაში, სოფელ ტოლოშთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, 29 და 23 წლის მამაკაცები დაიღუპნენ.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხევში გადავარდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მეორე სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.