ასპინძაში ავარიის შედეგად მამაკაცი დაშავდა
ასპინძაში ავარიის შედეგად მამაკაცი დაშავდა

ასპინძაში, სოფელ ნიჯგორთან საპირისპიროდ მოძრავი „სუბარუს“ და „ჟიგულის“ მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 20 წლის მამაკაცი დაშავდა. ავოტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დაახლოებით 08:30 საათზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. დაშავებული ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულ ახალგაზრდას ბარძაყისა და წვივის ძვლები აქვს მოტეხილი. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტს ოპერაციისთვის ამზადებენ.

პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.