„ასოშიეთიდ პრესი“ - ისრაელმა გასულ ღამეს ლიბანის მიმართულებით საჰაერო დარტყმები განახორციელა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია შვიდი პირი
„ასოშიეთიდ პრესი“ - ისრაელმა გასულ ღამეს ლიბანის მიმართულებით საჰაერო დარტყმები განახორციელა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია შვიდი პირი

ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა შვიდი პირი.  ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ბულდოზერებისა და ექსკავატორების საწყობებზე 10 იერიში განახორციელეს.

თავდასხმის შედეგად, დროებით გადაიკეტა გზატკეცილი, რომელიც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთს ქვეყნის სამხრეთ ნაწილთან აკავშირებს.

ისრაელის არმიაში თავდასხმას ადასტურებენ. თელ ავივში აცხადებენ, რომ მიზანში ის ტერიტორია ამოიღეს, სადაც საინჟინრო ტექნიკა იყო განთავსებული და რომელიც „ჰეზბოლას“ ტერორისტული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოიყენებოდა.

ისრაელის თავდასხმა დაგმო ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ აუნმა.

„სამხრეთ ლიბანი კიდევ ერთხელ გახდა ისრაელის სასტიკი აგრესიის სამიზნე გამართლებისა და საბაბის გარეშე. ამ უკანასკნელი თავდასხმის სერიოზულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ მოხდა“, – აცხადებს ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი.