„ასოშიეტიდ პრესი“ დროებით ვაშინგტონის ოფისს ხურავს
„ასოშიეტიდ პრესი“ დროებით ვაშინგტონის ოფისს ხურავს

ასოშიეტიდ პრესი“ დროებით ვაშინგტონის ოფისს ხურავს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოცემის ერთ-ერთ ჟურნალისტს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან, შემდეგ კი ჟურნალისტს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, ამიტომ რედაქციის გადაწყვეტილებით ოფისი დროებით იხურება.

„როიტერის“ ინფორმაციით, თანამშრომლების ნაწილი სახლიდან დისტანციურად იმუშავებს. ოფისი მომდევნო კვირამდე კი დახურული იქნება.