„ასოშიეთიდ პრესი“ - აშშ და რუსეთი 2021 წელს შეწყვეტილი მაღალი დონის სამხედრო დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ
„ასოშიეთიდ პრესი“ - აშშ და რუსეთი 2021 წელს შეწყვეტილი მაღალი დონის სამხედრო დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ

აშშ და რუსეთი 2021 წელს შეწყვეტილი მაღალი დონის სამხედრო დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება აბუ დაბიში ამერიკელი და რუსი სამხედრო წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

გავრცელებული ცნობით, აბუ დაბიში აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ნატო-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ევროპაში, გენერალი ალექსუს გრინკევიჩი რუს და უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა.

განცხადების თანახმად, არხი უზრუნველყოფს სამხედროებს შორის მუდმივ კონტაქტს, რადგან მხარეები გააგრძელებენ მუშაობას მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

მაღალი დონის სამხედრო კომუნიკაცია 2021 წელს შეჩერდა, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ.